საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1400
2010 წლის 3 ნოემბერი
ქ. თბილისი
ა. ცინცაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. „ საპარლამენტო მდივნის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად , საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე „ საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე “ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ცინცაძე.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის № 1277 განკარგულება „ ა. ცინცაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ “ .
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური