საქართველოსმთავრობის
განკარგულება № 13 86
2010 წლის 3 ნოემბერი
ქ. თბილისი
დავით გიორგაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს დავით გიორგაძეს, რომ საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს მთავრობასა და შპს „ რაკია საქართველო თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას“ შორის გასაფორმებელ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ ხელშეკრულებას.
2. განკარგულება ძალაშია 2010 წლის 29 ოქტომბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური