საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 13 76
2010 წლის 3 ნოემბერი
ქ. თბილისი
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კილომეტრში 660 გრძივი მეტრი მონაკვეთის სავალი ნაწილის რეაბილიტაციისა და შესაბამისი მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებების გატარების შესახებ
1. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კილომეტრში 660 გრძივი მეტრი მონაკვეთის სავალი ნაწილის რეაბილიტაციისა და შესაბამისი მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებების გატარების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:
ა) მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში უზრუნველყოს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კილომეტრში 660 გრძივი მეტრი მონაკვეთის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია და შესაბამისი მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებების გატარება;
ბ) „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით ამ ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
2. ზემოაღნიშნული სამუშაოების დაფინანსება განხორციელდეს „ საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „ გზების პერიოდული შეკეთებისა და რეაბილიტაციის“ მუხლით (ორგანიზაციული კოდი – 25 04 01 02 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური