საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული და სპორტული დაწესებულებების რესტავრაცია-მშენებლობისა და ეკოლოგიური და სოციალური პროექტების განხორციელების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1311
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-10-13
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული და სპორტული დაწესებულებების რესტავრაცია-მშენებლობისა და ეკოლოგიური და სოციალური პროექტების განხორციელების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1311

2010 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული და სპორტული დაწესებულებების რესტავრაცია-მშენებლობისა და ეკოლოგიური და სოციალური პროექტების განხორციელების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

1. საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთე­ლო­­­ბის დაცვის, კულტურული და სპორტული დაწესებულე­ბე­ბის რესტავრაცია-მშენებლობისა და ეკოლოგიური და სოცი­ა­ლური პროექტების განხორციელების მიზნით, საქართველოს გა­რემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – სატყეო სააგენტომ უზრუნ­ველ­ყოს რაჭა-ლეჩხუმი – ქვე­მო სვანეთის სა­ტ­ყეო სამმართვე­ლოს ამბროლაურის სა­ტ­ყეო უბნის ნიკორწმინდის სატყეოს №25, 28, 30, 32 და 37 კვარ­ტალებიდან 8000 მ3 სა­მასალე მერქნის მისაღებად გამოყო­ფი­ლი ტყე­­კა­ფების შე­თანხ­მება და დამაგრება საქართველოს ეკო­ნო­მი­­კისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარ­დ­­გენილ ტყით­მო­სარგებლეზე.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებათა განხორციელებისათვის საქართველოს გა­რემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – სა­ტ­­ყეო სააგენტომ უზრუნ­ველ­ყოს გამოყოფილი ტყეკაფების ათ­ვისების კონტ­როლი.

3. განკარგულების შესაბამისად 8000 მ3 სა­მასალე მერქ­ნის დამზადების შედეგად მიღებული საშეშე მერ­ქანი ტყით­მოსარ­გებლემ გადასცეს ამბროლაურის მუნიციპალი­ტე­ტის გამ­გეო­ბას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მო­სახ­ლეო­ბის სო­ცია­ლურ მოთხოვნილებათა დასაკმა­ყო­ფი­ლებ­ლად.

4. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ მერქნული რესურსე­ბისათვის დაწესებულ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელს, ტყეკაფების გამოყოფისა და ხე-ტყის დამ­ზადე­ბის სამუშაოების შესრულებასთან დაკავში­რე­ბულ ხარ­ჯებს გა­ი­ღებს შესაბამისი ტყითმოსარგებლე.

5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად , ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) საქართველოს მთავრობის 2009 წლის 21 აგვის­ტოს №622 განკარგულება „ საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევი­თი, ჯანმრთე­ლობის დაცვის, კულტურული და სპორტული და­წესებუ­ლე­ბე­ბის რესტავრაცია-მშენებლობისა და ეკოლოგიური და სო­ცი­ა­ლური პროექტების განხორციელების გადაუდებელ ღონის­ძიე­ბათა შესახებ“ ;

ბ) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივ­ლი­სის №964 განკარგულება „ საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევი­თი, ჯანმრთე­ლობის დაცვის, კულტურული და სპორტული და­წესებუ­ლე­ბე­ბის რესტავრაცია-მშენებლობისა და ეკოლოგიური და სო­ცი­ა­ლური პროექტების განხორციელების გადაუდებელ ღონის­ძიე­ბათა შესახებ“ .

პრემიერ-მინისტრი                      ნ. გილაური

 

 

კრებსითი — სრული ვერსია