|
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 ივნისის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 ივნისის №31 დადგენილებაში (სსმ, 27.06.2012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
| მუხლი 1 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: |
„1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ქონების საკუთრებაში განკარგვა ან სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2–ის მე-3 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ქონების საკუთრებაში განკარგვა ან სარგებლობის უფლებით გადაცემა დასაშვებია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|