ნიდერლანდების სამეფოს მთავრობასა (წარმოდგენილი ORET-ის სახით) და საქართველოს მთავრობას (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი) შორის „ქობულეთის წყალარინების პროექტის“ დაფინანსების მიზნით 2010 წლის 8 სექტემბერს დადებული საგრანტო ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული გრანტის მიმღებ ორგანოდ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1271
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-09-28
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ნიდერლანდების სამეფოს მთავრობასა (წარმოდგენილი ORET-ის სახით) და საქართველოს მთავრობას (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი) შორის „ქობულეთის წყალარინების პროექტის“ დაფინანსების მიზნით 2010 წლის 8 სექტემბერს დადებული საგრანტო ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული გრანტის მიმღებ ორგანოდ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განსაზღვრის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1271

2010 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

ნიდერლანდების სამეფოს მთავრობასა (წარმოდგენილი ORET-ის სახით) და საქართველოს მთავრობას (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი) შორის „ქობულეთის წყალარინების პროექტის “ დაფინანსების მიზნით 2010 წლის 8 სექტემბერს დადებული საგრანტო ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული გრანტის მიმღებ ორგანოდ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განსაზღვრის შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია ნიდერლანდების სამეფოს მთავრობასა (წარმოდგენილი ORET-ის სახით) და საქართველოს მთავრობას (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი) შორის „ქობულეთის წყალარინების პროექტის “ დაფინანსების მიზნით 2010 წლის 8 სექტემბერს დადებული საგრანტო ხელშეკრულების თაობაზე.

2. „ გრანტების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად ნიდერლანდების სამეფოს მთავრობასა (წარმოდგენილი ORET-ის სახით) და საქართველოს მთავრობას (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი) შორის „ქობულეთის წყალარინების პროექტის “ დაფინანსების მიზნით 2010 წლის 8 სექტემბერს დადებული საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრანტის მიმღებ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან ( MDF ) და ქობულეთის მუნიციპალიტეტთან ნიდერლანდების სამეფოს მთავრობასა (წარმოდგენილი ORET-ის სახით) და საქართველოს მთავრობას (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი) შორის „ქობულეთის წყალარინების პროექტის “ დაფინანსების მიზნით 2010 წლის 8 სექტემბერს დადებული საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პროექტის განსახორციელებლად და ქართული მხარის მიერ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა გადასახდელის, მათ შორის, გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდის უზრუნველსაყოფად.

პრემიერ-მინისტრი                                ნ. გილაური

 

 

კრებსითი — სრული ვერსია