სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1246
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-09-28
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1246

2010 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

1. „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად და „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს № 687 ბრძანებულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (2010 წლის 27 სექტემბრის № 15/353) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების გადაცემის შესახებ:

 

№

მისამართი

დასახელება

მიწის ფართობი (კვ.მ)

საკადასტრო  კოდი #

1.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელი სარგვე

შენობა-ნაგებობა: სართული 1-2, საერთო ფართობით _ 94.04 კვ.მ

1707

360734004

2.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელი კიცხი

I სართულის 98.28 კვ.მ ფართობი

წილობრივი

361035006

3.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელი წყალაფორეთი

I და II სართულის 173.94 კვ.მ ფართობი

წილობრივი

361236002

4.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხიდარი

01/02 საკრებულო, გაშ. ფართობი 213.58 კვ.მ; 02/01 დამხმარე სათავსო, გაშ. ფართობი 4.48 კვ.მ

1163

361334003.

 

2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                              ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია