შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №12 დადგენილებაში (სსმ, 02/04/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.104.016089) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ.ვ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებულ სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებით, სოციალური დახმარების გაცემის წესის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – გამგებლის ბრძანებას, ხელს აწერს თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საფინანსო დოკუმენტაციას, ამასთან შეიმუშავებს და გამოსცემს ოფიციალურ დოკუმენტებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მიეკუთვნება გამგეობის ფუნქციას; ახორციელებს გამგეობის წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს სახელმწიფო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან და მესამე პირებთან ურთიერთობისას;“.
|