საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1244
2010 წლის 28 სექტემბერი
ქ. თბილისი
ესპანეთის სამეფოდან საქართველოს მოქალაქის ალექსი გიგაურის გადმოსვენებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
ნება დაერთოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ „ საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული ასიგნებებიდან მიმართოს 4 000 (ოთხი ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარი ესპანეთის სამეფოში, ქ. ბარსელონაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ალექსი გიგაურის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური