საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1170
2010 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
„კ. ბაინდურაშვილისა და ი. სირაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლ ებად დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ივნისის № 778 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „კ. ბაინდურაშვილისა და ი. სირაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლებად დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ივნისის № 778 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ. მიქელაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის თაობაზე“;
ბ) ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ საპარლამენტო მდივნის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად , საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე „ საქონლის დეკლარირების მოსაკრებლების შესახებ “ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე. “ .
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური