„საქართველოს მთავრობის მიერ „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისგან გამომდინარე კანონპროექტების საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენისა და ამ კანონპროექტებზე კ. ბაინდურაშვილისა და ი. სირაძის მომხსენებლებად დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 ივნისის №765 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1168
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-09-10
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-10
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს მთავრობის მიერ „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისგან გამომდინარე კანონპროექტების საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენისა და ამ კანონპროექტებზე კ. ბაინდურაშვილისა და ი. სირაძის მომხსენებლებად დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 ივნისის №765 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1168

2010 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის მიერ „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისგან გამომდინარე კანონპროექტების საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენისა და ამ კანონპროექტებზე კ. ბაინდურაშვილისა და ი. სირაძის მომხსენებლ ებად დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 ივნისის № 765 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის მიერ „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისგან გამომდინარე კანონპროექტების საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენისა და ამ კანონპროექტებზე კ. ბაინდურაშვილისა და ი. სირაძის მომხსენებლებად დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 ივნისის № 765 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს მთავრობის მიერ „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისგან გამომდინარე კანონპროექტების საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენისა და ამ კანონპროექტებზე კ. ბაინდურაშვილისა და რ. კემულარიას მომხსენებლებად დანიშვნის თაობაზე“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ საქართველოს კანონის პროექტ ზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსუდან კემულარია. “ .

პრემიერ-მინისტრი            ნ . გილაური

კრებსითი — სრული ვერსია