(ბათილია 12.03.14 №71/ძ)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
განათლებისა და კულტურის
მინისტრის
ბრძანება №60/ძ
2014 წლის 26 თებერვალი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის მოზარდ - ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №302/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2014 წლის 11 თებერვლის №43/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 5 თებერვლის №6 დადგენილებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის მოზარდ - ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №302/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2014 წლის 11 თებერვლის №43/ძ ბრძანებაში (სსმ., ვებგვერდი, 19.02.2014წ.,040030000.33.062.016048) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის მოზარდ - ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №304/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი დიმიტრი ჯაიანი