ფოთი-ანაკლიის მიმართულებით საავტომობილო გზის მშენებლობის მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1077
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-08-20
გამოქვეყნების თარიღი
2010-08-20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ფოთი-ანაკლიის მიმართულებით საავტომობილო გზის მშენებლობის მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 10 7 7

2010 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

ფოთი-ანაკლიის მიმართულებით საავტომობილო გზის მშენებლობის მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების შესახებ

ფოთი-ანაკლიის მიმართულებით საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დამუშავების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:

 ა) 2010 წელს უზრუნველყოს ფოთი-ანაკლიის მიმართულებით საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტის მომზადება, გარემოზე ზემოქმედების ანალიზისა და განსახლების ჩარჩოდოკუმენტის ჩათვლით (ქართულ და ინგლისურ ენებზე), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად;

 ბ) განსახორციელებელი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსება უზრუნველყოს „ საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „ გზების პერიოდული შეკეთების და რეაბილიტაციის“ მუხლით (ორგანიზაციული კოდი – 25 04 01 02 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

გ) „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით, მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                ნ. გილაური

 

 

კრებსითი — სრული ვერსია