ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 262
2010 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებზე თანხის გადანაწილების შესახებ
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე „ საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის (ორგანიზაციული კოდი 06 03 – „ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება “ ) გათვალისწინებული ასიგნებები შემცირდეს 1 046 650 (ერთი მილიონ ორმოცდაექვსი ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარით და აღნიშნული თანხით გაიზარდოს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური