„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
306
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-02-20
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016688
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №306

2014 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2014 წლის  13 იანვრის № 34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად , „ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის   გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის № 34 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 განკარგულების პირველი  პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის № 23 დადგენილების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის № 172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ საქართველოს 2014  წლის  სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს არა უმეტეს 41 394 174 (ორმოცდაერთი მილიონ სამას ოთხმოცდათოთხმეტი ათას ას სამოცდათოთხმეტი) ლარი, მათ შორის: “ . 

 განკარგულების პირველი  პუნქტის 1.10, 1.21, 1.37, 1.40, 1.46, 1.50, 1.51, 1.52, 1.54,   ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

,,1.10 ჭიათურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 704 400 (შვიდას ოთხი ათას ოთხასი) ლარი დანართი № 10-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

 „1.21 ყაზბეგის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 46 800 (ორმოცდაექვსი ათას რვაასი) ლარი დანართი № 21-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“.

„1.37 ქარელის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 841 585 (რვაას ორმოცდაერთი ათას ხუთას ოთხმოცდახუთი) ლარი დანართი № 37-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“.

„1.40  თვითმმართველ ქალაქ ფოთს არაუმეტეს 1 023 271 (ერთი მილიონ ოცდასამი ათას ორას სამოცდათერთმეტი) ლარი დანართი № 40-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“.

„1.46 ზუგდიდის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 450 436 (ორი მილიონ ოთხას ორმოცდაათი ათას ოთხას ოცდათექვსმეტი) ლარი დანართი № 46-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“.

„1.50 ოზურგეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 308 730 (ერთი მილიონ სამას რვა ათას შვიდას ოცდაათი) ლარი დანართი № 50-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“.

„1.51 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 336 577 (ერთი მილიონ სამას ოცდათექვსმეტი ათას ხუთას სამოცდაჩვიდმეტი) ლარი დანართი № 51-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“.

„1.52 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 052 215 (ერთი მილიონ ორმოცდათორმეტი ათას ორას თხუთმეტი) ლარი დანართი N52-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“.

„1.54 მარტვილის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 952 846 (ერთი მილიონ ცხრაას ორმოცდათორმეტი ათას რვაას ორმოცდაექვსი) ლარი დანართი №54-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;”.

3. განკარგულების  დანართები №10; № 19; № 21; № 37; № 40; № 46; № 48; № 50; № 51; № 52; № 54 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

პრემიერ - მინისტრი                                                                                  ი . ღარიბაშვილი

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია