საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1056
2010 წლის 10 აგვისტო
ქ. თბილისი
შპს „ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის “ კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის სსიპ – სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 14.5 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ
1. „ სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ “ დებულების დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის № 96 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად , მოწონებულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადება და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2010 წლის 9 აგვისტოს სხდომის ოქმი № 7) და შპს „ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის “ კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის სსიპ – სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან ამოირიცხოს 14.5 ჰა მიწის ფართობი.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითა რე ბის სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნ ველყოს თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების კა ნონ მდებლობით დადგე ნილი წესით განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური