საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1055
2010 წლის 10 აგვისტო
ქ. თბილისი
ნიდერლანდების სამეფოს მთავრობასა (წარმოდგენილი ORET-ის სახით) და საქართველოს მთავრობას შორის (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი) „ ქობულეთის წყალარინების პროექტის“ დაფინანსების მიზნით 1,814,000.00 ევროს ოდენობის საგრანტო ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება ნიდერლანდების სამეფოს მთავრობასა (წარმოდგენილი ORET-ის სახით) და საქართველოს მთავრობას შორის (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი) „ ქობულეთის წყალარინების პროექტის“ დაფინანსების მიზნით 1,814,000.00 ევროს ოდენობის საგრანტო ხელშეკრულების დადების თაობაზე.
2. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომ საქართველოს მთავრობის სახელით დადოს ნიდერლანდების სამეფოს მთავრობასა (წარმოდგენილი ORET-ის სახით) და საქართველოს მთავრობას შორის (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი) „ ქობულეთის წყალარინების პროექტის“ დაფინანსების მიზნით 1,814,000.00 ევროს ოდენობის საგრანტო ხელშეკრულება.
3. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ:
ა) ORET-ის მიერ მისი რეგულაციებით შერჩეულ იქნა კონტრაქტორი Orange Water Solution (OWS), რომელიც შეასრულებს პროექტით განსაზღვრულ ნაწილს კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობასთან დაკავშირებით. პროექტის ამ ნაწილის განსახორციელებლად OWS-ს, შპს „ ქობულეთის წყალკანალს“ (რომელსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით ჩაენაცვლა შპს „ ქობულეთის წყალი“ ) და პროექტის განმახორციელებელ სააგენტოს – სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის გაფორმებულია ხელშეკრულებები;
ბ) შპს „ ქობულეთის წყალი“ იქნება პროექტის საბოლოო მიმღები, მათ შორის, OWS-ის მიერ შეძენილი საქონლისა (საიმპორტოს ჩათვლით) და OWS-ის მიერ განხორციელებული სამუშაოსა და მომსახურების;
გ) საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოთა მიმდინარეობის ზედამხედველობას განახორციელებს სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური