გაეროს 1961 წლის 30 აგვისტოს „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“ კონვენციის საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და ა. ბარამიძის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
290
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-02-18
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016681
გაეროს 1961 წლის 30 აგვისტოს „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“ კონვენციის საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და ა. ბარამიძის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №290

2014 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

გაეროს 1961 წლის 30 აგვისტოს „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“ კონვენციის საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და ა. ბარამიძის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 და მე-2 პუნქტების და  „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა  და მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს გაეროს 1961 წლის 30 აგვისტოს „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“ კონვენცია.

2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ კონვენციაზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე  ალექსანდრე ბარამიძე.

პრემიერ-მინისტრი                      ი. ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია