საქართველოს მთავრობის
განკარგულება №282
2014 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
,,სახელმწიფო სექტორში შიდა აუდიტისა და შიდა ფინანსური კონტროლის საკითხების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის №829 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სახელმწიფო სექტორში შიდა აუდიტისა და შიდა ფინანსური კონტროლის საკითხების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის №829 განკარგულება.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი