ნ. მიქელაძის საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილისა და ლ. თორდიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
943
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-07-15
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ნ. მიქელაძის საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილისა და ლ. თორდიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 943

2010 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

ნ. მიქელაძის საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილისა და ლ. თორდიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ

„ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 156-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილისა და ლ. თორდიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ კანონპროექტებზე: „ სახელმწიფო ქონების შესახებ“ , „ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“ , „ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ , „ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ , „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ , „ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ , „ ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ , „ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ , „ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე.

პრემიერ-მინისტრი                     ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია