საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის „საქართველო – წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის“ დაფინანსების მიზნით გასაფორმებელ სასესხო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
935
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-07-15
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის „საქართველო – წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის“ დაფინანსების მიზნით გასაფორმებელ სასესხო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 935

2010 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის „ საქართველო – წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის “ დაფინანსების მიზნით გასაფორმებელ სასესხო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ

1.  ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის „ საქართველო – წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის “ დაფინანსების მიზნით გასაფორმებელ სასესხო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი პროცედურები საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის სასესხო ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებები შპს „ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის “ მიერ პროექტის სათანადოდ განხორციელებისა და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით.

პრემიერ-მინისტრი                    ნ. გილაური

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია