საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 922
2010 წლის 9 ივლისი
ქ. თბილისი
„ საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის № 23 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის № 23 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ბაკურ კვეზერელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ნიკა ავალიანი – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
მალხაზ აკიშბაია – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
ლაშა არველაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის უფროსი
ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე
ვლადიმერ გეგელაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე
დავით გიორგაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე
ირაკლი ეზუგბაია – შპს „ საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი
მარიამ ვალიშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე
მამუკა ვაწაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი
ომარ კაჭარავა – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი
ნოდარ კერესელიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი
ირაკლი მატკავა – სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი
ილია მაღალაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
თორნიკე მგალობლიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსის მოადგილე
ირაკლი სირაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ნოდარ სურგულაძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
ნიკოლოზ ფრუიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ირაკლი ქაშიბაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი
გიორგი ჩხეიძე – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში
ლევან ჭიჭინაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
დავით ჯალაღანია – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
მიხეილ ჯანელიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
ბექა ჯაყელი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. “ .
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური