შპს „ნიუ ენერჯის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
916
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-07-09
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
შპს „ნიუ ენერჯის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 916

2010 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

 შპს „ ნიუ ენერჯის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ

1. „ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს № 136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, სოფელ ხიზაბავრას წყალსაცავის მშენებლობის მიზნით შპს „ ნიუ ენერჯი “ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით და განახორციელოს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრას მიმდებარე ტერიტორიაზე 30 000 მ3 ანდეზიტ-ბაზალტის და სოფელ ვარგავის მიმდებარე ტერიტორიაზე 131 100 ტ თიხოვანი გრუნტის მოპოვება შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

 

                      I  უბანი

№

X

Y

1

360978

4598973

2

361083

4599023

3

361134

4598946

4

361032

4598903

S=1,00 ჰა

WGS 1984

II  უბანი

№

X

Y

1

361965

4597715

2

361965

4597611

3

361985

4597548

4

362034

4597436

5

362072

4597365

6

362087

4597343

7

361985

4597280

8

361894

4597341

9

361933

4597351

10

361948

4597537

11

361930

4597707

S=3,00 ჰა

WGS 1984.

 

2. შპს „ ნიუ ენერჯიმ “ უზრუნველყოს სსიპ _ გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით განსაზღვრული პირობების შესრულება.

პრემიერ-მინისტრი                  ნ. გილაური   

 

 

      

კრებსითი — სრული ვერსია