საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 911
2010 წლის 9 ივლისი
ქ. თბილისი
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მისი გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ
1. მიენიჭოს უფლებამოსილება დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს, რომ საქართველოს მთავრობის სახელით შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან დადოს საგრანტო ხელშეკრულება „ სოციალური ქსელის “ პროექტის თაობაზე.
2. „ გრანტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ ბ “ ქვეპუნქტის თანახმად б განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრანტის მიმღებ ორგანოდ განისაზღვროს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური