სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქი თბილისის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
908
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-07-09
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქი თბილისის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 908

2010 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქი თბილისის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

1. „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად და „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს № 687 ბრძანებულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (2010 წლის 29 ივნისის № 16/2121) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების – ქ. თბილისში, გლდანის მასივში, IV მ/რ-ში მდებარე: № 1 შენობა-ნაგებობის, საერთო ფართობით 1328.09 კვ.მ (მათ შორის, სარდაფი – 440.11 კვ.მ, I სართული – 442.77 კვ.მ, II სართული – 445.21 კვ.მ), № 2 შენობა-ნაგებობისა და მათზე დამაგრებული 2158 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი № 01.11.12.002.061) თვითმმართველი ქალაქი თბილისის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                               ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია