2014 წლის განმავლობაში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემაზე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
273
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-02-13
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016664
2014 წლის განმავლობაში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემაზე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №273

2014 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

2014 წლის განმავლობაში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემაზე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა დიასპორის საკითხებში საქარ­თვე­ლოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს, 2014 წლის განმავლობაში ფიზი­კუ­რი პირებისა (უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები) და კერძო სა­მარ­თ­ლის იურიდიული პირებისათვის (დიასპორული ორგანიზაციები, საზ­ღვარ­გარეთ მოქმედი: ქართული ცეკვის და სიმღერის ანსამბლები, ქარ­თ­უ­ლენოვანი საჯარო და საკვირაო სკოლები, ქართული სპორტული გუნ­დე­ბი) სახე­ლმწიფო ქონების (ცეკვის ფორმები, სპორტული ფორმები, მუ­სი­კა­ლური საკრა­ვები, სახელმძღვანელოები, დამხმარე ლიტერატურა, სას­კო­ლო თვა­ლ­სა­ჩი­ნოებები, სახელმწიფო სიმბოლიკა) უსასყიდლოდ, აუ­­ქ­ცი­ო­ნის გარეშე სარ­გ­ებლობაში გადაცემაზე.

 პრემიერ-მინისტრი                                                          ი. ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია