საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 879
2010 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
ნ. მიქელაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
„ საპარლამენტო მდივნის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე: „ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე “ და „ რეგულირების საფასურის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე “ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური