ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს მთავრობას შორის „დაფინანსების ხელშეკრულების“ ხელმოწერის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
862
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-07-03
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-03
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს მთავრობას შორის „დაფინანსების ხელშეკრულების“ ხელმოწერის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 862

2010 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს მთავრობას შორის „ დაფინანსების ხელშეკრულების“ ხელმოწერის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს მთავრობას შორის „ სპეციალური ღონისძიებები საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმის მხარდასაჭერად: 2009 ნაწილი III“ პროგრამის „ დაფინანსების ხელშეკრულების“ ხელმოწერის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელ „ დაფინანსების ხელშეკრულებაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრ კ. ბაინდურაშვილისათვის ხელმოწერის უფლებამოსილების მისანიჭებლად აუცილებელი პროცედურების დადგენილი წესით განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                 ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია