დუშეთის მუნიციპალიტეტის ბულაჩაური-ქუბრიაანთკარის საავტომობილო გზისა და ამ გზიდან სკოლასთან, აგრეთვე საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზების რეაბილიტაციის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
858
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-07-03
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-03
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბულაჩაური-ქუბრიაანთკარის საავტომობილო გზისა და ამ გზიდან სკოლასთან, აგრეთვე საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზების რეაბილიტაციის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 858

2010 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

დუშეთის მუნიციპალიტეტის ბულაჩაური-ქუბრიაანთკარის საავტომობილო გზის ა და ამ გზიდან სკოლას თან, აგრეთვე საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზების რეაბილიტაციის შესახებ

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ბულაჩაური-ქუბრიაანთკარის საავტომობილო გზისა და ამ გზიდან სკოლას თან, აგრეთვე საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზების რეაბილიტაციის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:

ა) 2010-2011 წლებში უზრუნველყოს დუშეთის მუნიციპალიტეტის ბულაჩაური-ქუბრიაანთკარის საავტომობილო გზისა და ამ გზიდან სკოლასთან, აგრეთვე საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზების საპროექტო, სარეაბილიტაციო და საზედამხედველო სამუშაოების განხორციელება;

ბ) აღნიშნული სამუშაოები დააფინანსოს „საქართველოს 2010 წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების პერიოდული შეკეთების და რეაბილიტაციის“ მუხლით (ორგანიზაციული კოდი – 25 04 01 02 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან. 

2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადების დროს გაითვალისწინონ ბულაჩაური-ქუბრიაანთკარის საავტომობილო გზისა და ამ გზიდან სკოლასთან, აგრეთვე საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზების სარეაბილიტაციო და საზედამხედველო სამუშაოთა დაფინანსებისათვის საჭირო თანხები.

პრემიერ-მინისტრი             ნ . გილაური

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია