სოფელ ანაკლიასა და სოფელ განმუხურს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზისა და მდინარე ენგურზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
857
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-07-03
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-03
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სოფელ ანაკლიასა და სოფელ განმუხურს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზისა და მდინარე ენგურზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 857

2010 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

სოფელ ანაკლიასა და სოფელ განმუხურს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზისა და მდინარე ენგურზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

ქვეყნისათვის განსაკუთრებული სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის № 57 დადგენილების 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციისა და თანდართული ტექნიკური დასკვნების საფუძველზე, გასცეს სოფელ ანაკლიასა და სოფელ განმუხურს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზისა და მდინარე ენგურზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობის ნებართვა გამარტივებული წესით და განახორციელოს აღნიშნული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება.

პრემიერ-მინისტრი                    ნ . გილაური

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია