საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 785
2010 წლის 18 ივნისი
ქ. თბილისი
„ სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 იანვრის № 18 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 იანვრის № 18 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ბ) საბიუჯეტო სესხის დაბრუნების ვადად განსაზღვროს ხუთი წელი ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან, სამწლიანი საშეღავათო პერიოდით, სესხის სარგებლად _ წლიური ერთპროცენტიანი განაკვეთი;“ .
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური