„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამა „კორპუსის“ განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 25 დეკემბრის №234 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
245
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი
2014-02-26
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-06
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.123.016197
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამა „კორპუსის“ განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 25 დეკემბრის №234 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

თვითმმართველი  ქალაქი ქუთაისის  საკრებულოს  

დადგენილება №245

2014 წლის 26 თებერვალი

ქ. ქუთაისი

 

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამა „კორპუსის“ განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 25 დეკემბრის №234 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამა „კორპუსის“ განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 25 დეკემბრის №234 დადგენილების /სსმ matsne@justice.gov.ge 26.12.2013, 010250020.35.123.016186/ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მართვის ტერიტორიული ორგანოებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ წარმოდგენილი, დადებითად გადაწყვეტილი განცხადებების საფუძველზე შედგენილი ღონისძიებათა ნუსხა წარედგინება ქალაქ ქუთაისის მერს, რომელიც ამტკიცებს მას, ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილელევან კირკიტაძე

კრებსითი — სრული ვერსია