საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 670
2010 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW) და საქართველოს (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი, „ მსესხებელი “ ) შორის ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის II ფაზის დაფინანსების მიზნით 2008 წლის 19 დეკემბერს გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებაში (45 000 000.00 ევრო) №1 ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW) და საქართველოს (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი, „ მსესხებელი “ ) შორის ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის II ფაზის დაფინანსების მიზნით 2008 წლის 19 დეკემბერს გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებაში (45 000 000.00 ევრო) №1 ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. „ სახელმწიფო ვალის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად , ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს თანხმობა, რათა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გააფორმოს ხელშეკრულება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW) და საქართველოს (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი, „ მსესხებელი “ ) შორის ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის II ფაზის დაფინანსების მიზნით 2008 წლის 19 დეკემბერს გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებაში (45 000 000.00 ევრო) №1 ცვლილების შეტანის თაობაზე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური