შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებაში (სსმ, №93, 30/07/2010, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.014912) და ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 12. გარდამავალი დებულება
1. 2010 წლის 1 აგვისტომდე გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ადგილზე მონიტორინგს ფონდი განახორციელებს მხოლოდ დასრულებულ საგრანტო პროექტებზე ამ წესდების 72 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.
2. ფონდი უფლებამოსილია 2014 წლის განმავლობაში მიღებული მიზნობრივი გრანტი, რომელშიც წინასწარ გათვალისწინებული იქნება შესაბამისი მიზნობრივი გრანტის მიმღები ბენეფიციარი/ბენეფიციარები, გასცეს სხვადასხვა პროექტების/პროგრამების განხორციელების, მეცნიერების პოპულარიზაციის, ადგილობრივი ფლორისა და ბუნების დაცვის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, მეცნიერების განვითარების ხელშეწყობისა და მაღალმთიან რეგიონში განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნებისათვის.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფონდის მიერ მიზნობრივი გრანტის გაცემაზე არ ვრცელდება ამ წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნები, ამასთან მიზნობრივი გრანტის გაცემისას ფონდისა და მიზნობრივი გრანტის მიმღების უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობის წესი, ასევე მიზნობრივი გრანტის გამოყენებისა და ანგარიშგების პროცედურა განისაზღვრება ფონდსა და მიზნობრივი გრანტის მიმღებს შორის დადებული ხელშეკრულებით.“.
|