|
„ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა : |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 აპრილის №10 დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 110411029, 15/04/2011 -200010000.35.139.016024 ) და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის, 201-206-ე მუხლების შესაბამისად“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|