საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 605
2010 წლის 18 მაისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ
1. „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად და „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №687 ბრძანებულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2010 წლის 14 მაისის №16/1568 წერილი) ქ. თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩა №12-ში მდებარე სარდაფის (სამოქალაქო თავდაცვის ობიექტი) 156 კვ.მ ფართობისა და წილობრივი მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №01.17.01.109.001.01.504) ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური