სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქი თბილისის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
604
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-05-18
გამოქვეყნების თარიღი
2010-05-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქი თბილისის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 604

2010 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქი თბილისის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

1. „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №687 ბრძანებულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2010 წლის 17 მაისის №16/1585 წერილი), თვითმმართველი ქალაქი თბილისის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით ქ. თბილისში, კალოუბნის ქ. №16-ში მდებარე №1 შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე არსებული 196.98 კვ.მ ფართობისა და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.19.20.015.017) გადაცემის შესახებ.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი             ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია