საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 581
2010 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
„ ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის № 291 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილებები „ ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის № 291 განკარგულებით დამტკიცებულ გეგმაში და პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
| 1. | მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, მათთან გათანაბრებული პირებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ქვრივებისათვის საიუბილეო მედლების დამზადება |
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | სულ – 24 000 ცალი მედლის ნიმუში და აღწერილობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტით. |
| 2. | მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, მათთან გათანაბრებული პირებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ქვრივებისათვის საიუბილეო მედლების გადაცემა |
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი~. |
|
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური