ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 172
2010 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-ნატანები-წვერმაღალა-ურეკის საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე მდ. ჯახვათაზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ
ქვეყნისათვის განსაკუთრებული სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, „ მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის № 57 დადგენილების 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად:
1. ეთხოვოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას, შეითანხმოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-ნატანები-წვერმაღალა-ურეკის საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე, მდ. ჯახვათაზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაცია.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციისა და წარდგენილი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე გასცეს აღნიშნული ობიექტის მშენებლობის ნებართვა.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური