საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 580
2010 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
„ საიუბილეო მედლის „ ფაშიზმზე გამარჯვების 65 წელი“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის № 281 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „ საიუბილეო მედლის „ ფაშიზმზე გამარჯვების 65 წელი“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის № 281 განკარგულებაში და ამ განკარგულებით დამტკიცებული დანართის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ 1. საიუბილეო მედლით „ ფაშიზმზე გამარჯვების 65 წელი“ ჯილდოვდებიან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, მათთან გათანაბრებული პირები და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ქვრივები.“ .
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური