„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 იანვრის №58 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
576
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-05-11
გამოქვეყნების თარიღი
2010-05-11
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 იანვრის №58 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 57 6

2010 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

„ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 იანვრის № 58 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 იანვრის № 58 განკარგულებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. ევროპის საინვესტიციო ბანკისა და სხვა დონორი ორგანიზაციების დაფინანსების ფარგლებში განსახორციელებელი წყალმომარაგებისა და წყალარინების სამუშაოთა საპროექტო სამუშაოების დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოს გამოუყოს 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი შპს „ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისათვის“ გადასაცემად.“ .

პრემიერ-მინისტრი                     ნ. გილაური

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია