,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/11/13, 010240030.10.003.017464) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,კ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ.ბ) კიბერუსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის ხელშეწყობა;“.
2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ“ ქვეპუნქტი:
,,ვ) კიბერუსაფრთხოების ბიურო.“.
|