შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ განსახორციელებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
191
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-02-20
გამოქვეყნების თარიღი
2015-04-03
სარეგისტრაციო კოდი
040170020.10.003.017810
შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ განსახორციელებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №191

2014 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

 

შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ განსახორციელებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკი­ც­დეს თანდართული „შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კას­კადის“ მიერ განსახორციელებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდ­ვების სპეციალური წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 2 მარტიდან და ძა­ლა­შია 2016 წლის 1 მარტის ჩათვლით.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



შპს „ენგურჰესის“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ განსახორციელებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. სპეციალური წესის მოქმედების სფერო და ძირითადი პრინციპები

1. წინამდებარე სპეციალური წესი შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „ენგურჰესისათვის“ და შპს ,,ვარდნილჰესების კასკადისთვის’’ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს. ამ წესის მიზანია განსახორციელებელი მომსახურების და საქონლის შესყიდვების პროცედურების გამარტივება ენგურჰესის და ვარდნილჰესების კასკადის შეუფერხებელი ექსპლუატაციისა და შესაბამისი პარამეტრებითა და მოცულობით ელექტროენერგიის წარმოების უზრუნველსაყოფად, ასევე სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეუფერხებლად გატარებისათვის მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე.

2. შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ან სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები, თუ ეს ორგანიზაციები არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა ორგანიზაციების შესყიდვების პროცედურები ან/და განსხვავებული შესყიდვის საშუალება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.

3. შპს „ენგურჰესის“ და შპს ,,ვარდნილჰესების კასკადის’’ მიერ განსახორციელებელ სხვა დანარჩენ შესყიდვებზე, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე სპეციალური წესის დანართი №1-ით, ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

4. შპს ,,ენგურჰესის“ და შპს ,,ვარდნილჰესების კასკადის’’ მიერ შესყიდვების განხორციელების ძირითადი პრინციპებია:

ა) შესყიდვების განხორციელების აუცილებლობა;

ბ) რაციონალური არჩევანი;

გ) პოტენციურ მონაწილეთა მიმართ შესაძლებლობათა გამოხატვის თანასწორი გარემო პირობების ფორმირება;

დ) ჯანსაღი კონკურენციის განვითარება;

ე) ეკონომიკური ეფექტიანობის მიღწევა.

 

მუხლი 2. გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შესყიდვა – შპს „ენგურჰესის“ და შპს ,,ვარდნილჰესების კასკადის’’ მიერ ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია – შპს „ენგურჰესი“ და შპს ,,ვარდნილჰესების კასკადი’’;

გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი ან/და მომსახურება;

დ) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება (გარდა უძრავი ქონებისა) როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში და ასევე საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, იმ შემთხვევაში, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას;

ე) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლის გარდა;

ვ) გამარტივებული შესყიდვა – შესყიდვის გამარტივებული საშუალება, როდესაც დასაშვებია მიმწოდებლის პირდაპირი შერჩევა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით;

ზ) პირობათა გამოკითხვა - შესყიდვის საშუალება, როდესაც მიმწოდებლის შერჩევა ხდება შემსყიდველის მიერ სათანადოდ შერჩეული პრეტენდენტებისაგან მიწოდებული პირობათა გამოკითხვის წინადადებების განხილვისა და ზეპირი ვაჭრობის ჩატარების შედეგად;

თ) პრეტენდენტი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც მონაწილეობს შესყიდვის პროცედურაში;

ი) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ;

კ) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას ან მის ქონებას, რომელიც არ შეიძლებოდა წინასწარ ყოფილიყო განსაზღვრული;

ლ) პირობათა გამოკითხვის წინადადება – პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და წინადადების ფასი;

მ) ტექნიკური დოკუმენტაცია – პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის შესახებ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3  აპრილის დადგენილება №147 – ვებგვერდი, 06.04.2015წ.

 

მუხლი 3. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები

1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია:

ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს პირობათა გამოკითხვაში გამარჯვებული პირი, ხოლო გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში – შესაბამისი წესით შერჩეული პირი და დადოს მასთან ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ;

ბ) ამ წესის შესაბამისად მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია;

გ) ხელშეკრულების დადებამდე, ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა;

დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;

ე) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას.

2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია:

ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები №1 დანართის შესაბამისად, შესყიდვებისათვის გამოყოფილი თანხების ფარგლებში, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;

ბ) მოახდინოს ანაზღაურება დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;

გ) ხელშეკრულების დადებამდე დაიცვას პრეტენდენტთა მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობა.

 

მუხლი 4. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები

1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები ეხება შესყიდვის პროცედურასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობებს:

ა) პირობათა გამოკითხვის წინადადების განხილვას, შერჩევას და შეფასებას;

ბ) ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას;

გ) მიმწოდებლის შერჩევას გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობების განმახორციელებელ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე‑19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობა.

 

მუხლი 5. შესყიდვების დაგეგმვა

შპს „ენგურჰესი“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადი“ შესყიდვებს ახორციელებს შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს მიერ შპს „ენგუჰესის“ სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით შემუშავებული და პარტნიორის მიერ დამტკიცებული წლიური ბიზნეს გეგმის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3  აპრილის დადგენილება №147 – ვებგვერდი, 06.04.2015წ.

 

თავი II

შესყიდვის საშუალებები

 

მუხლი 6. შესყიდვის საშუალებებია: გამარტივებული შესყიდვა და პირობათა გამოკითხვა

1. გამარტივებული შესყიდვა

1.1. გამარტივებული შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს, თუ:

ა) შესასყიდი საქონლის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 25 000 ლარს, ხოლო მომსახურების შესყიდვისას – 200 000 ლარს;

ბ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევის განხორციელება მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა;

გ) გადაუდებელი აუცილებლობის არსებობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირებას ან მის ქონებას, რომელიც არ შეიძლებოდა წინასწარ ყოფილიყო განსაზღვრული. ასეთ შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებელ საჭირო ვადებს;

დ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმწოდებლისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას;

ე) ხორციელდება ერთი ან ერთზე მეტი შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან სხვა ტიპის/მარკის გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკით ჩანაცვლება; ასეთ შემთხვევაში ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ღირებულების ნაწილი ანაზღაურდება ადრე შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის მიმწოდებლისათვის გადაცემით ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემით, რომელიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციას;

ვ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილების საფუძველზე, როცა საქონლის შესყიდვა ან/და მომსახურების გაწევა განკუთვნილია საქართველოს იმ ტერიტორიაზე განთავსებული ენერგოობიექტებისათვის, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ არ სრულდება საქართველოს კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნა.

1.2. გამარტივებულ შესყიდვას ახორციელებს შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლობაზე (ხელმძღვანელობაზე) უფლებამოსილი ან მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საამისოდ უფლებამოსილი პირი (პირები).

1.3. გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეულ შესყიდვას შპს „ენგურჰესი“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადი“ ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსგან წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ.

2. პირობათა გამოკითხვა

2.1. პირობათა გამოკითხვით შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებში, თუ:

 ა) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება საქონლის შესყიდვის შემთხვევაში 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარს, ხოლო მომსახურების შესყიდვისას 200 000 (ორასი ათასი) ლარს;

ბ) შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ საერთაშორისო და რეგიონალური მასშტაბით აღიარებულ მწარმოებლებს ან/და მწარმოებელი კომპანიის ოფიციალურ დილერებს და შესყიდვა ხორციელდება მწარმოებელი კომპანიებისაგან ან/და მათი დილერებისგან, ასევე სხვა იურიდიული პირებისგან, რომლებსაც აქვთ მსგავსი მიწოდების განხორციელების გამოცდილება.

2.2. პირობათა გამოკითხვას ატარებს სპეციალური კომისია (შემდგომში – კომისია), რომელსაც ქმნის კომპანიის ხელმძღვანელი:

ა) კომისიის წევრთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 პირს;

ბ) კომისიის წევრებად ინიშნებიან შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი თანამშრომლები (სტრუქტურული ერთეულებისა და განყოფილებების უფროსები);

გ) კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველი ორგანიზაციის პირველი ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;

დ) კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები;

ე) კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები და კომისიის თავმჯდომარე.

2.3. პირობათა გამოკითხვის შესახებ დოკუმენტაცია მოიცავს:

ა) პირობათა გამოკითხვის წინადადებას (ფორმას);

ბ) ტექნიკურ დავალებას;

გ) მომსახურების გაწევის, საქონლის მოწოდების კალენდარულ გეგმა‑გრაფიკს;

დ) პირობათა გამოკითხვის შესახებ ხელშეკრულებას (პროექტს);

ე) ფასების ცხრილის ფორმას (ხარჯთაღრიცხვას);

ვ) შესასყიდი საქონლისა და მომსახურების სახეობას, რაოდენობას, ხარისხს;

ზ) შესასყიდი საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის სასურველ ან სავალდებულო ვადებს;

 თ) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას;

ი) პირობათა გამოკითხვის შესახებ წინადადებების წარდგენის ვადას, ადგილს და ენას;

კ) სხვა მოთხოვნებს, რასაც შემსყიდველი ჩათვლის მიზანშეწონილად.

2.4. პირობათა გამოკითხვის საშუალებით შესყიდვის განხორციელებისას, მოწვევა პირობათა გამოკითხვის პროცედურაში მონაწილეობისთვის წერილობით ეგზავნება წინასწარ შერჩეულ არანაკლებ 3 პრეტენდენტს.

2.5. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ დოკუმენტაცია, შეფასების კრიტერიუმები და წინადადებების წარდგენის ვადები ყოველ კონკრეტულ შესყიდვაზე დამტკიცებული იქნება კომისიის მიერ ინდივიდუალურად.

2.6. პირობათა გამოკითხვის წინადადებების (შემდგომში – წინადადება) წარდგენა ხდება დახურული კონვერტებით.

2.7. მოწვევის გაგზავნა და პირობათა გამოკითხვის პროცედურაში მონაწილის შემოთავაზების (წინადადების) მიღება ასევე დასაშვებია კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების (მათ შორის, ელექტრონული ფოსტის) გამოყენებით ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. ამასთან, შემსყიდველი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს წინადადების წარმოდგენა მხოლოდ ქართულ ენაზე.

2.8. პრეტენდენტს ან მისი მიერ ნდობით აღჭურვილ პირს უფლება აქვს დაესწროს წინადადებების გახსნის პროცესს.

2.9. პრეტენდენტებს უფლება აქვთ კონვერტების გახსნამდე ნებისმიერ დროს წერილობით გამოითხოვონ ან შეცვალონ წინადადება.

2.10. წინადადების გახსნის შემდეგ, კომისია ამოწმებს პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილ პირობათა გამოკითხვის წინადადების შესაბამისობას ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებთან, აფიქსირებს შემოთავაზებულ ფასებს და ატარებს ზეპირ ვაჭრობას.

2.11. კომისიის მიერ პრეტენდენტთა შეფასება ხდება წინადადების ფასისა და ტექნიკური დოკუმენტაციის პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაციასთან შესაბამისობის მიხედვით.

2.12. პირობათა გამოკითხვის კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა დაზუსტებაც არ გამოიწვევს მის არსებით ცვლილებას და არ მოახდენს გავლენას წინადადების ფასზე. ამ შემთხვევებში შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს 3 სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა წარდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, პირობათა გამოკითხვის კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.13. (ამოღებულია - 03.04.2015, №147).

2.14. თუ ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტს მიენიჭება დისკვალიფიკაცია, ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, მიმართოს ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს.

2.15. (ამოღებულია - 03.04.2015, №147).

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3  აპრილის დადგენილება №147 – ვებგვერდი, 06.04.2015წ.

მუხლი 61. პირობათა გამოკითხვისას ზეპირი ვაჭრობის ჩატარების წესი და პირობები

1. ზეპირ ვაჭრობაზე დაიშვებიან ის პრეტენდენტები, რომელთა მიერ წარმოდგენილი პირობათა გამოკითხვის წინადადებები აკმაყოფილებენ პირობათა გამოკითხვის წესით მოთხოვნილ დოკუმენტაციას. ვაჭრობაში მონაწილეობაზე უარი არ შეიძლება, გახდეს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველი. ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია აგრეთვე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით.

2. ზეპირი ვაჭრობა ტარდება სამ რაუნდად. ვაჭრობას იწყებს ყველაზე მაღალი ფასის მქონე პირი და ფასების კლებადობის მიხედვით ამთავრებს ყველაზე დაბალი ფასის მქონე პირი.

3. ვაჭრობის თითოეული რაუნდისთვის განკუთვნილია ხუთი წუთი. მე-3 რაუნდის წინ, პრეტენდენტ(ებ)ს უფლება აქვთ, მოითხოვონ ათწუთიანი შესვენება.

4. ზეპირი ვაჭრობის ბიჯი განისაზღვრება 0.5%-დან 2%-მდე, რისი მითითებაც პირობათა გამოკითხვის განცხადებაში სავალდებულოა.

5. ზეპირი ვაჭრობის დასრულების შემდეგ, კომისიის მიერ დგება შედეგების შესაბამისი სხდომის ოქმი.

6. ზეპირი ვაჭრობის დასრულების შემდეგ, კომისია გამარჯვებულ პრეტენდენტს არა უმეტეს 15 დღის ვადაში იწვევს ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3  აპრილის დადგენილება №147 – ვებგვერდი, 06.04.2015წ.

 

მუხლი 7. არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული პირობათა გამოკითხვა

1. პირობათა გამოკითხვა ითვლება არშემდგარად, თუ დადგენილ ვადებში არც ერთი პირის მიერ არ იქნა წარდგენილი წინადადება.

2. პირობათა გამოკითხვა ითვლება უარყოფითი შედეგით დასრულებულად, თუ პირობათა გამოკითხვით წარდგენილი წინადადებებიდან არც ერთი არ შეესაბამება შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს.

3. ამ მუხლის პირველ და მე‑2 პუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში ცხადდება ხელახალი პირობათა გამოკითხვა.

4. იმ შემთხვევაში, თუ ხელახალი პირობათა გამოკითხვის გამოცხადების შემდეგ არც ერთი პირობათა გამოკითხვის წინადადება არ იქნა წარდგენილი ან პრეტენდენტთა მიერ წარდგენილი პირობათა გამოკითხვის წინადადებიდან არც ერთი არ შეესაბამება პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაციის მოთხოვნებს ან/და პირობათა გამოკითხვის წინადადებების განხილვისა და შეფასების შედეგად ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, შემსყიდველი ორგანიზაცია იხილავს შესყიდვის განხორციელების საშუალების ან მეთოდის შერჩევის საკითხს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის სხდომაზე და გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება შესყიდვის საშუალების შესახებ.

 

მუხლი 8. ხელახალი პირობათა გამოკითხვა

1. პირობათა გამოკითხვის არშემდგარად, უარყოფითი შედეგით დასრულებულად ან შეწყვეტილად გამოცხადების შემდეგ საჭიროების შემთხვევაში კომისიას შეაქვს ცვლილებები ახალ დოკუმენტაციაში და ატარებს ხელახალ პირობათა გამოკითხვას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შემსყიდველს უფლება აქვს შექმნას ახალი კომისია ან შეცვალოს მისი შემადგენლობა.

 

მუხლი 9. პირობათა გამოკითხვის პროცედურის შეჩერება და შეწყვეტა

პირობათა გამოკითხვის პროცედურის შეჩერებისა და შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა აცნობებს თავისი გადაწყვეტილების შესახებ პრეტენდენტს. შემსყიდველი ორგანიზაცია არ არის ვალდებული შესყიდვაში მონაწილე პირებს წარუდგინოს კონკრეტული მტკიცებულებანი ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება, აგრეთვე აუნაზღაუროს მათ შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

მუხლი 10. დაგეგმილი შესყიდვის საშუალებების კორექტირება

1. საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა იტოვებს უფლებას, შეცვალოს წინასწარ დაგეგმილი შესყიდვის განხორციელების საშუალება, ასევე, განსაკუთრებულ შემთხვევეაში სპეციალური წესის დანართი №1 განსაზღვრული შესყიდვების ჩატარებისას იმოქმედოს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად, მათ შორის, გამოიყენოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა.

2. კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გაფორმებული იქნება შესაბამისი ოქმი.

 

თავი III

ხელშეკრულება

 

მუხლი 11. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი

1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

ა) იმ შემთხვევაში, თუ ერთეული შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 1000 (ერთი ათასი) ლარს, ხოლო საერთო წლიური თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარს. ამ დროს შესყიდვა განხორციელდება წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;

ბ) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული შესყიდვა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში ხელშეკრულება უნდა ჩანაცვლდეს შესყიდვის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტებით:

ა) სასაქონლო ზედნადებით ან საგადასახადო ანგარიშ‑ფაქტურით ან/და ინვოისით;

ბ) შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით;

გ) მიღება-ჩაბარების აქტით.

3. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში (ავანსი) მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.

4. თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 5000 ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, საავანსო თანხის გადახდის შემთხვევაში არ მოსთხოვოს მიმწოდებელს ავანსთან დაკავშირებული საბანკო გარანტიის წარდგენა.

5. ხელშეკრულების შესრულების გარანტია მისი მოთხოვნის არსებობისას უნდა წარედგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების ან პირობათა გამოკითხვის წესით შესყიდვის ხელშეკრულების დადების შემდგომ 1 სამუშაო კვირაში. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6. თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმებიდან შვიდ სამუშაო დღეში ვერ წარადგენს ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიას, ხელშეკრულება ავტომატურად ითვლება ბათილად, და მიმწოდებლის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებას შემსყიდველი არ განახორციელებს.

- შესყიდვის პროცედურის შემდგომი განხორციელებისათვის შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს მომდევნო მიმწოდებელს ან აცხადებს ახალ პირობათა გამოკითხვას, ხოლო გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში ირჩევს ახალ მიმწოდებელს.

7. ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა შეადგენს სახელშეკრულებო თანხის 1%‑დან 10%-მდე და ყოველი კონკრეტული შემთხვევისას განისაზღვრება ინდივიდუალურად, შესყიდვის სპეციფიკიდან გამომდინარე.

8. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის მექანიზმის მოთხოვნა სავალდებულოა, როდესაც ხელშეკრულების საერთო ღირებულება საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში აღემატება 200 000 ლარს.

9. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი:

ა) ხელშეკრულების მხარეების ზუსტი დასახელება და რეკვიზიტები;

ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელება, ტექნიკური პარამეტრები, ძირითადი მახასიათებლები და რაოდენობა, ერთეულის ფასი და მთლიანი ღირებულება (ფასდათმობების, გადასახადების, ტრანსპორტირების, დაზღვევის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით);

გ) შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ხარისხი, მისი არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობა;

დ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ეტაპობრივი ვადები და ადგილი;

ე) საქონლისა და მომსახურების მიღება‑ჩაბარების წესი;

ვ) ანგარიშსწორების ფორმა;

ზ) ხელშეკრულების შესრულების გარანტია (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში);

თ) მხარეთა უფლება-მოვალეობანი;

ი) მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის;

კ) ფორსმაჟორული სიტუაციები;

ლ) ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასების, გადასინჯვის შესაძლებლობა;

მ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;

ნ) დავების გადაწყვეტის წესი;

ო) ხელშეკრულების შესრულების ინსპექტირების პირობები.

 

მუხლი 12. ანგარიშის წარდგენა

შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე ინფორმაცია წარედგინება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ყოველწლიურად, არა უგვიანეს მომდევნო წლის 28 თებერვლისა. ანგარიში წარდგენილი იქნება №2 დანართის შესაბამისად.

 

მუხლი 13. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

დანართი № 1

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3   აპრილის დადგენილება №147  – ვებგვერდი, 06.04.2015წ.

შპს ,, ენგურჰესის " და შპს ,, ვარდნილჰესების კასკადის " მიერ სპეციალური წესით შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ნუსხა

 

 

ენგურჰესი

 

 

დასახელება

 

 

მომსახურება

 

1

მიმდინარე რემონტები

 

1.1

ჰიდროაგრეგატების შეკეთება და ბალანსირება

 

1.2

N1 ჰ . ა . გაფართოებული მიმდინარე შეკეთება

 

1.3

N2 ჰ . ა . კაპიტალური რემონტი

 

1.4

N3 ჰ . ა . მიმდინარე შეკეთება

 

1.5

N4 ჰ . ა . მიმდინარე შეკეთება

 

1.6

N5 ჰ . ა . რევიზია , მიმდინარე შეკეთება

 

1.7

ჰ . ა . ბალანსირება

 

2

ლიფტების შეკეთება

 

2.1

ადმინისტრაციულ კორპუსსა და სამანქანე დარბაზამდე სამგზავრო ლიფტების დემონტაჟი მონტაჟი , სავალი ნაწილის გამაგრება და შემოღობვა

 

2.2

ადმინისტრაციული კორპუსის სამგზავრო ლიფტის დემონტაჟი და ახლის მონტაჟი , სავალი ნაწილის გამაგრება

 

3

ანტიკოროზიული და სამღებრო სამუშაოები

 

3.1

ჰიდროაგრეგატების გაციების სისტემის ტექნიკური წყლით მომარაგების მილების შეღებვა

 

3.2

მიწისქვეშა საამქროს სამანქანე დარბაზში კიბეების მოაჯირების და მოედნების შეღებვა

 

3.3

ჰიდროაგრეგატების სფერული საკეტის შეღებვა

 

4

სასტამბო ( ტექნიკური ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების სახელმძღვანელოები )  იურიდიული ლიტერატურის შესყიდვა და სათარჯიმნო ( რეაბიტირებული ჰიდროაგრეგატების მომსახურების წესებისა და ინსტრუქციების თარგმნა ) მომსახურება

 

5

საფოსტო და საკურიერო ( წერილების მიღება და გაგზავნა ) მომსახურება

 

6

სეისმური ქსელებისა და პიეზომეტრების მოწყობა

 

6.1

სეისმო რეჟიმზე დაკვირვება ( ახალი ქსელების მონტაჟი 3 ცალი )

 

6.2

მიწისქვეშა კონტურებში 53 ც პიეზომეტრის მოწყობა , მონტაჟი

 

7

ამწე - მექანიზმების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება

 

8

მიმდინარე რემონტები კოდორიჰესებზე

 

9

მეტეოროლოგიური პროგნოზირება

 

10

ქუსლების სეგმენტების აღდგენა საქარხნო პირობებში 4 კომპლექტი და გენერატორის საკისრების 2 კომპლექტი

 

11

ძალოვანი ტანსფორმატორების , ავტოტრანსფომატორების , დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორების ელექტრული გაზომვები და ენერგეტიკული ზეთების ქრომატოგრაფიული და ელექტრული ანალიზი

 

12

ქვედა ბიეფის ფარების შემამჭიდროებელი რეზინების შეცვლა

 

13

მ / ქვეშა საამქროში გრუნტის წყლების გადაგდება ქვედა ბიეფში

 

14

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება სათადარიგო ნაწილებითურთ

 

15

სატრანსპორტო საშუალებების განბაჟება , ტექ . დათვალიერება , აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე

 

16

სატრანსპორტო გადაზიდვები და სატაკელაჟო სამუშაოები

 

17

საშეფო - საინჟინრო მომსახურებები

 

18

სადეზინფექციო სამუშაოები

 

19

პერსონალის გადამზადება ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ

 

20

საოფისე ავეჯისა და ტექნიკის შეკეთება და მონტაჟი

 

21

თ / კაშხლისა და სადერევაციო გვირაბის   საინჟინრო - ტექნიკური კვლევები

 

21.1

ქიმიური სუფოზიის კვლევა კაშხალზე

 

21.2

დაკვირვებები კაშხლის ფუძესა და ტანის გადაადგილებაზე

 

21.3

კაშხლის ჰიდროტექნიკური მახასიათებლების მრავალწლიანი გამოკვლევათა ანალიზი

 

21.4

ჰეს - ის ჰიდრავლიკური პარამეტრების დადგენა გაზომვის თანამედროვე სისტემის პროექტირებით

 

22

ხანძარქრობისა და წყლის ავზების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება

 

23

საბაჟო და საბროკერო მომსახურება ( ტვირთების მიღება , განბაჟება და ტვირთების გაგზავნა საზღვარგარეთ დროებით რეჟიმში )

 

24

საქარხნო სამუშაოები ( ძირითადი და დამხმარე მოწყობილობებისთვის რემონტი , დეტალებისა და მეტიზების დამზადება , ძრავების გადახვევა , რეზინოტექნიკური მასალების დამზადება

 

25

გაუთვალისწინებელი ავარიული სამუშაოები

 

26

წყალქვეშა სამუშაოები ( არტეზიული ჭების ნამისგან გაწმენდა )

 

27

სათვალთვალო კამერების განლაგების პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა

 

 

საქონელი

 

1

შემჭიდროების ელემენტების , საცოც - სავალი მასალების , დამმაგრებელი მასალებისა და მოწყობილობების შესყიდვა

 

2

გასანათებელი მოწყობილობებისა და ნათურების შესყიდვა

 

3

ელსადენების , საკაბელო პროდუქციის , საგრაგნილე მავთულების შესყიდვა

 

4

სპეციალური საღებავების და გამხსნელების შესყდვა

 

5

ავტომატების , გამშვები მოწყობილობების , რელეების შესყიდვა

 

6

ძალოვანი ტრანსფორმატორების გაციების სისტემებისათვის ვენტილატოების შესყიდვა

 

7

საპოხ - საცხი მასალების შესყიდვა

 

8

სამეურნეო ტექნიკური მასალებისა და ნაკეთობების შესყიდვა

 

9

სხვადასხვა დიამეტრის მილები , შლანგები , საკვალთები , მილისებრი , მილტუჩები და მუხლების შესყიდვა

 

10

ელექტრო - ტექნიკური მასალებისა და მოწყობილობების შესყიდვა

 

11

საკისრების შესყიდვა

 

12

ელექტროდების შესყიდვა

 

13

ხელით სახმარი ელექტრო და მექანიკური სამუშაო იარაღების და ხელსაწყოების შესყიდვა

 

14

არგონი , პროპანი , ჟანგბადისა და აზოტის შესყიდვა

 

15

ქიმიური რეაგენტების შესყიდვა

 

16

მედიკამენტების შესყიდვა

 

17

ლითონის კონსტრუქციები და კონსტრუქციის ელემენტების შესყიდვა

 

17.1

გენერატორის , ტურბინის , საჰაერო ამომრთველების , კომპრესორის სათადარიგო ნაწილები

 

17.2

გენერატორისა და ტურბინის სათადარიგო ნაწილები

 

17.3

ამომრთველის სათადარიგო ნაწილები

 

18

კომპრესორის სათადარიგო ნაწილების შესყიდვა

 

19

ელექტრომექანიკური დანადგარ მოწყობილობების შესყიდვა

 

20

სახანძრო სამაშველო ინვენტარის და მოწყობილობების შესყიდვა

 

21

სტაციონალური და გადასატანი საკონტროლო , მზომი და ლაბორატორიული ხელსაწყოების შესყიდვა

 

22

გადამწოდებლის , სენსორების , გამშვები მოწყობილობების , ავტომატების , რელებისა და მათი სათადარიგო ნაწილების შესყიდვა

 

23

ძრავების , ტუმბოების , ვენტილატორების შესყიდვა

 

24

მაღალი ძაბვის შემყვანების , გამთიშველებისა და ელ . გაზური ამომრთველების შესყიდვა

 

25

მეორადი გამოყენების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა

 

25.1

მაღალი გამავლობის ჯიპის ტიპის ავტომანქანა

 

25.2

მიკროავტობუსი

 

25.3

პიკაპი

 

25.4

მიკროსატვირთო 2-3 ტონიანი

 

25.5

ავტოამწე

 

25.6

ელექტროკარა

 

26

ამწე - მექანიზმების , ლიფტების , სათადარიგო ნაწილების და სავალი ნაწილებისთვის საჭირო მასალების შესყიდვა

 

26.1

ამწე - მექანიზმები და მათი სათადარიგო ნაწილები

 

26.2

ლიფტები და მათი სათადარიგო ნაწილები

 

27

ვანტუზების შესყიდვა

 

28

მარაგ - ნაწილებისა და სახარჯი მასალების შესყიდვა , კომპიუტერის , პინტერებისა და სკანერებისთვის

 

29

ჰიდროაგრეგატების მშრალი ყინულით გარეცხვის მოწყობილობის შესყიდვა

 

30

ენერგეტიკული ზეთების გამწმენდი მოწყობილობა

 

31

ზეთის ტუმბო

 

 

ვარდნილჰესების კასკადი

 

 

დასახელება

 

 

მომსახურება

 

1

მიმდინარე რემონტები

 

1.1

ჰიდროაგრეგატების მიმდინარე რემონტები

 

1.2

ამღზნების გენერატორის სარეზერვო ღუზის რემონტი

 

1.3

N1, N2, N3 ჰ / ა გენერატ . საკ . ბაბიტის ჩამოსხმა

 

1.4

დენის ტრანსფორმატორების რემონტი

 

1.5

აგრეგატის წყალმიმღების ფარების რეზნის შემჭიდროების შეცვლა

 

1.6

აგრეგატის ბალანსირება

 

1.7

არტეზიული სადრენაჟო ტურბინის შეკეთება

 

1.8

ელექტრული გაზომვები

 

1.9

საქარხნო სამუშაოები

 

2

გაუთვალისწინებელი ავარიული სამუშაოები

 

3

საბაჟო და საბროკერო მომსახურება ( ტვირთების მიღება , განბაჟება და ტვირთების გაგზავნა საზღვარგარეთ დროებით რეჟიმში )

 

4

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება სათადარიგო ნაწილებითურთ

 

5

პერსონალის გადამზადება ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ

 

6

სადეზინფექციო სამუშაოები

 

7

წყალმიმღების გისოსებიდან ნატანების მოცულობების დადგენა და გაწმენდა

 

8

სასტამბო ( ტექნიკური ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების სახელმძღვანელოები )  იურიდიული ლიტერატურის შესყიდვა და სათარჯიმნო ( რეაბიტირებული ჰიდროაგრეგატების მომსახურების წესებისა და ინსტრუქციების თარგმნა ) მომსახურება

 

9

საოფისე ავეჯისა და ტექნიკის შეკეთება და მონტაჟი

 

10

წყალქვეშა სამუშაოები

 

11

სათავლთვალო კამერების განლაგების პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა

 

 

საქონელი

 

1

შესასყიდი პროდუქტები

 

1.1

ენერგეტიკული ზეთები

 

1.2

საიზოლაციო მასალები

 

1.3

სხადასხვა დამხმარე მასალები ( ჰესი )

 

1.4

ტურბინის სათადარიგო ნაწილები

 

1.5

ტრანსფორმატორების სათადარიგო ნაწილები

 

1.6

ზეთიანი ამომრთველების სათადარიგო ნაწილები

 

1.7

კომპრესორების სათადარიგო ნაწილები

 

1.8

საჰაერო ამომრთველის სათადარიგო ნაწილები

 

1.9

გენერატორის სათადარიგო ნაწილები

 

1.1

სპეც - ფორმის შემამჭიდროებელი რეზინა

 

1.11

საკაბელო პროდუქცია

 

2

ელექტრო მექანიკური დანადგარები და მოწყობილობების შესყიდვა

 

2.1

მზომი მოწყობილობები

 

2.2

ძრავები და ტუმბოები

 

2.3

კომპრესორები

 

3

მეორადი გამოყენების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა

 

3.1

მიკროავტობუსი

 

3.2

ჯიპის ტიპის ავტომანაქანა

 

4

სახანძრო ინვენტარის შესყიდვა

 

5

ელექტროდების შესყიდვა

 

6

არგონი , პროპანი , ჟანგბადისა და აზოტის შესყიდვა

 

7

ტრანსფორმატორის ხანძარქრობის მოწყობილობის ( სერჟი ) შესყიდვა

 

 

დანართი №2

№

შესყიდვის საშუალება (გამარტივებული შესყიდვა, პირობათა გამოკითხვა)

შესყიდვის ობიექტი

მიმწოდებლის დასახელება

სახელშეკრულებო თანხა

საქონლის მოწოდების, მომსახურების გაწევის  სახელშეკრულებო ვადები

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა

1

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

 

 

 


კრებსითი — სრული ვერსია