„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
182
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-02-20
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-21
სარეგისტრაციო კოდი
480140000.10.003.017801
„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №182

2014 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის  №139  დადგენილებაში  (სსმ, 13.05.2010 წ., მუხლი 839) შეტანილ იქნეს ცვლილება და 11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. დადგენილების პირველი მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA-Georgia) მიერ დასადებ ხელშეკრულებათა პროექტებზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია