სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
160
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-02-19
გამოქვეყნების თარიღი
2010-02-19
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 160

2010 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

1. „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2010 წლის 16 თებერვლის № 16/399 წერილი), თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. ფოთში, წმ. გიორგის ქ. № 24-ში მდებარე 11300 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების: № 1 განაშენიანების ფართობი – 2359 კვ.მ; № 2 განაშენიანების ფართობი – 427.4 კვ.მ; № 3 განაშენიანების ფართობი – 146.6 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო № 04.02.08.452)  გადაცემის შესახებ.

2 ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                                        ნ. გილაური

 

 

    

კრებსითი — სრული ვერსია