ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
130
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-02-09
გამოქვეყნების თარიღი
2010-02-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 130

2010 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 52-ე ნაწილის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა შპს „ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ 2006-2009 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის გადაცემა-დისპეტჩერიზაციის მომსახურების ჯამური ღირებულების – 20 447 399 (ოცი მილიონ ოთხას ორმოცდაშვიდი ათას სამას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარის ოდენობის ვალის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერის თაობაზე.

2. შპს „ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უიმედო ვალის ჩამოწერა და შესაბამის ფინანსურ (გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო ანგარიშებში) ანგარიშებში ასახვა კანომდებლობით დადგენილი წესით.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შპს „ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერასთან დაკავშირებით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                             ნ. გილაური

                             

 

 

კრებსითი — სრული ვერსია