საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 505
2010 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
„ ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის № 291 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის № 291 განკარგულებით დამტკიცებულ გეგმაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| „ 13. | პოლიგრაფიული პროდუქციის დამზადება: კონვერტი – 24 000 ცალი; მისალოცი ბარათი – 24 000 ცალი; საიუბილეო მედლის მოწმობა – 24 000 ცალი. |
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. “ . |
|
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური