„საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დამტკიცებულ ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
464
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-04-10
გამოქვეყნების თარიღი
2010-04-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დამტკიცებულ ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 464

2010 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

„ საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დამტკიცებულ ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქარ­თვე­ლოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-4 ნაწილის სა­ფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ სა­ქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართ­ველოს კანონით დამტკიცებულ ორგანიზაციულ კლასი­ფიკაციას დაამატოს ორგანიზაციული კოდი „ 23 01 12 – სსიპ – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრი “ .

2. განკარგულება ძალაშია 2010 წლის 1 მაისიდან.

პრემიერ-მინისტრი                  ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია