„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 20 ნოემბრის N383 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
57
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2014-02-21
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-21
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.033.016618
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 20 ნოემბრის N383 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №57

2014 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 20 ნოემბრის N383 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 20 ნოემბრის №383 ბრძანებით (ვებგვერდი, 26.11.2013, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.016589) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41.  მთავარი სპეციალისტი - მიმართულება: სამართლებრივი უზრუნველყოფა:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებას);

 გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ I, V და VI თავების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის  I-IV  კარების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 20 აპრილის №238 ბრძანების „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 20 აპრილის  №242 ბრძანების ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, MS Outlook) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

კრებსითი — სრული ვერსია