„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 20 აპრილის №242 ბრძანებით (ვებგვერდი, 110420018, 20.04.2011, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.033.016174) დამტკიცებულ ადმინისტრაციული სამმართველოს დებულებაში (დანართი №6) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ-უ“ ქვეპუნქტები:
„რ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, სახელმწიფო ხაზინის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და სათანადო მსვლელობის მიცემა;
ს) კომპეტენციის ფარგლებში, იურიდიული კონსულტაციების გაწევა სახელმწიფო ხაზინის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის;
ტ) სახელმწიფო ხაზინის საქმიანობასთან დაკავშირებით შესაბამის სამართლებრივ აქტებში განხორციელებული ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და მათ შესახებ სახელმწიფო ხაზინის თანამშრომელთა დროული ინფორმირება;
უ) პროტოკოლის წარმოება.“.
|